წლის პირველი ამხანაგური მატჩი - ლოკომ საბურთალო 2 დაამარცხა

წლის პირველი ამხანაგური მატჩი - ლოკომ საბურთალო 2 დაამარცხა
24/01/2018

წლის პირველი ამხანაგური მატჩი - ლოკომ საბურთალო 2 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, საბურთალო 2 დაამარცხა. 25 იანვარს, ბენდელას სტადიონზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 0:3 მოიგო.

ლოკოს შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს ახალწვეულებმა; ოთარ კობახიძემ, დავით ჯიქიამ და თეიმურაზ შონიამ.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში, ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლაშა ოზბეთელაშვილმა გახსნა.

76-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ, ლოკომოტივის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. სამ წუთში, მატჩის საბოლოო ანგარიში დავით სამურკასოვმა დაფიქსირა.  

ლოკომოტივი: თევდორაძე (შეროზია 46), უბილავა (კაპ) (ჯაფარიძე 70), ხიდეშელი (ქურდაძე 46), ჭანტურია (ძებნიაური 46), ღონღაძე (გაბაძე 46), გვალია (სამურკასოვი 70), ანდრონიკაშვილი (შონია 46), კიკაბიძე (შეწირული 70), კობახიძე (შეყილაძე 46), ჯიქია, ინჯგია (ოზბეთელაშვილი 46)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

more news