უხვგოლიანი ფრე გორის დილასთან

უხვგოლიანი ფრე გორის დილასთან
11/04/2017

უხვგოლიანი ფრე გორის დილასთან

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა გორის დილასთან ფრე ითამაშა. გიორგი დევდარიანისა და ზივ არიეს გუნდების დაპირისპირება 3:3 დასრულდა.

 

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში, მე-4 წუთზე, სტუმრები ლეანდრო რიბეირომ დააწინაურა.

 

ლოკომოტივმა წონასწორობა მე-15 წუთზე აღადგინა. გოლი რატი არდაზიშვილის პასით, მამია გავაშელიშვილმა გაიტანა.

 

ზუსტად ერთ წუთში, არდაზიშვილმა გავაშელიშვილს მეტოქის საჯარიმოში გრძელი გადაცემა გაუკეთა, ლოკომოტივის ფორვარდმა კი ბურთი კარგად დაამუშავა და ირაკლი სიხარულიძეს გაატანინა.

 

42-ე წუთზე ლოკომოტივმა დილას მესამე გოლი გაუტანა. კუთხურიდან, კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, სიხარულიძემ დუბლი შეასრულა და ეროვნულ ლიგაში 8 გოლი დაუგროვდა.

 

66-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს. გიორგი რეხვიაშვილმა, საჯარიმოში გორელთა შემტევის წინააღმდეგ წესები დაარღვია, რის გამოც მატჩის არბიტრმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ლეანდრო რიბეირომ შეასრულა.

 

მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის უკანასკნელ წუთზე, ფლავიო ნუბიომ ბექა ქურდაძის კარში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

გიორგი დევდარიანის გუნდი, 14 ქულით პირველ ადგილზეა. ლოკომოტივი მომდევნო მატჩს, 22 აპრილს, სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი: ქურდაძე, უბილავა (კაპ), ხიდეშელი, რეხვიაშვილი, ღონღაძე, ჭანტურია, არდაზიშვილი (ჩიტეიშვილი 83), ქავთარაძე (სამურკასოვი 62), კიკნაძე (კომახიძე 72), გავაშელიშვილი, სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: არდაზიშვილი (39), ღონღაძე (55), ხიდეშელი (90)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

more news