ზურიკო დავითაშვილის გოლი საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში
21/01/2018
ზურიკო დავითაშვილის გოლი საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში
თბილისის ლოკომოტივის ახალწვეულმა, ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს 17 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში თავი გამოიჩინა.
ქართველმა ფეხბურთელებმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, ყაზახი თანატოლები 3:2 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან, პირველი გოლი სწორედ დავითაშვილის ანგარიშზეა, მან პენალტი შეასრულა ზუსტად.
გიორგი ნემსაძის გუნდი მომდევნო მატჩს 23 იანვარს, მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.