ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - ასაკობრივი ოქროს ლიგები განახლდა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - ასაკობრივი ოქროს ლიგები განახლდა
01/09/2020

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - ასაკობრივი ოქროს ლიგები განახლდა

კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ასაკობრივი გუნდები დიდი ხნით გამოეთიშნენ აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას. ასაკობრივი ოქროს ლიგების განახლება კი, მხოლოდ ახლახანს მოხერხდა.

 

ლოკომოტივის 19-წლამდელთა გუნდმა, ახალი ჩემპიონატი ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყო. ბრიტანელი დერილ ვილარდი საქართველოში ლოკომოტივის მენეჯმენტის მოწვევით ჩამოვიდა. ვილარდის დებიუტი 15 აგვისტოს, ბენდელას სტადიონზე, საბურთალოს წინააღმდეგ შედგა. ჩვენმა 19-წლამდელებმა კი, ეს მატჩი ნიკა ხუციშვილის ერთადერთი გოლით მოიგეს.

 

ამის შემდეგ, 19-წლამდელებმა ზედიზედ ორი მატჩი წააგეს, ჯერ სტუმრად, დინამო თბილისთან; შემდეგ კი, საკუთარ მოედანზე, ვიტ ჯორჯიასთან. მორიგი 3 ქულის მოპოვება დერილ ვილარდის გუნდმა 31 აგვისტოს, სტუმრად, გაგრასთან მოახერხა. მაცი დაგარგულიას და გიორგი სიჭინავას გოლებით, ჩვენმა გუნდმა მეტოქე 2:1 დაამარცხა.

 

17-წლამდელთა ოქროს ლიგა 2 სექტემბერს დაიწყო. ჯანო კენჭიაშვილის გაწვრთნილი გუნდი რუსთავში, სფფ-ს აკადემიას ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

 

ლოკომოტივი U17: ვადაჭკორია, ჯაფარიძე, კეშელავა, ოდიშვილი, ჩიხლაძე, შერმადინი (C), აიდარაშვილი (ორაგველიძე 76), კეკელიძე (თაგორაშვილი 76), ასათაშვილი (ბუშელაშვილი 30), ჩაგანავა (ბაბლუანი 63), კალანდაძე

 

მთ.მწვრთნელი - ჯანო კენჭიაშვილი

 

15-წლამდელებიც რუსთავში, სფფ-ს აკადემიის 15-წლამდე გუნდს დაუპირისპირდნენ და 0:3 დამარცხდნენ.

 

ლოკომოტივი U15: გობედაშვილი, გოგოხია-ხატისკაცი (C), კრაწაშვილი, ჭელიძე, დარსალია (ბერუჩაშვილი 50), კოზმავა (ქადარია 58), ტაბატაძე (გოგიჩაიშვილი 70), შაუთიძე, ქარდავა (გოჩავა 41), ბაჩილავა (მამაცაშვილი 41), კოპალეიშვილი

 

მთ.მწვრთნელი - დიმიტრი გორდელაძე

more news