ლოკომოტივი Vs დინამო თბილისი გადაიდო

ლოკომოტივი Vs დინამო თბილისი გადაიდო
18/10/2020

ლოკომოტივი Vs დინამო თბილისი გადაიდო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 18 ოქტომბერს გასამართი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი - ლოკომოტივი Vs დინამო თბილისი გადაიდო.

 

ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროს შესაბამისი უწყებების რეკომენდაციით მიიღო.

 

„კოვიდ ინფიცირებულებთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, აღნიშნული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ - ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.

 

თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს, სანაკრებო პაუზამდე გაიმართება.

more news