ლოკოს გამარჯვება გათამაშების ლიდერთან.

ლოკოს გამარჯვება გათამაშების ლიდერთან.
06/04/2023

ლოკოს გამარჯვება გათამაშების ლიდერთან.

6 აპრილს, გიორგი მინაშვილის გუნდმა თბილისის ზღვის ბაზაზე გათამაშების ლიდერს, გარეჯს უმასპინძლა. შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელად თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. მე-15 წუთზე ლუკა ჯაფარიძის გადაცემით თორნიკე კურტანიძემ ლოკო დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

 

მეორე ნახევარში ლუკა ჯაფარიძემ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა, ფლანგის მცველმა ამჯერად საბა-ამიკო კიკნაძეს გაატანინა. ორბურთიანი ჩამორჩენის გამოსასწორებლად გარეჯი დიდი ძალებით გადავიდა შეტევაზე თუმცა საპასუხოდ მატჩის ბოლო წუთზე მესამე გოლი მიიღეს, რომელი ლაშა კალანდაძის ანგარიშზეა.

more news