ლოკომოტივმა ზამთრის თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია

ლოკომოტივმა ზამთრის თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია
12/01/2019

ლოკომოტივმა ზამთრის თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია

თბილისის ლოკომოტივმა ზამთრის თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა გ ჯგუფის პირველ მატჩში ნორჩი დინამო 7-2 დაამარცხა.

დუბლი შეასრულა რევაზ ინჯგიამ. თითო გოლი თეიმურაზ შონიამ, დავით უბილავამ, ალექსანდრე გურეშიძე, რემიმ და ლაშა ოზბეთელაშვილმა გაიტანა.

ზამთრის თასზე მონაწილეობას ლოკოს ორი ახალწვეული ალექსანდრე გურეშიძე და თორნიკე კირკიტაძე იღებს.

ლოკო მეორე შეხვედრაში გაგრასთან 6-3 დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან დუბლი ლუკა კიკაბიძემ გაიტანა, ერთი გოლი თეიმურაზ შონიას ანგარიშზეა.

გ ჯგუფიდან ლოკომოტივი გაგრასთან ერთად გავიდა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

more news