ლოკომოტივი მონაწილეობას ზამთრის თასზე მიიღებს

ლოკომოტივი მონაწილეობას ზამთრის თასზე მიიღებს
06/01/2019

ლოკომოტივი მონაწილეობას ზამთრის თასზე მიიღებს

თბილისის ლოკომოტივი მონაწილეობას ზამთრის თასზე მიიღებს. 2019 წლის გათამაშებას 11,12 და 13 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

ლოკომოტივი გ ჯგუფში გაგრასა და ნორჩ დინამოსთან ერთად იასპარეზებს. პირველ მატჩში ლოკო 12 იანვარს, ნორჩ დინამოს დაუპირისპირდება, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი გაგრას.

ზამთრის თასზე მონაწილეობას ლოკო ზედიზედ მეორედ მიიღებს. გასულ წელს, ტურნირის გამარჯვებული სწორედ ჩვენი გუნდი გახდა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა ფინალში შევარდენი 4-0 დაამარცხა.

ამასთანავე, ზამთრის თასი 2018-ის საუკეთესო მოთამაშედ ლოკომოტივის კაპიტანი დავით უბილავა დასახელდა.

more news