ლოკომოტივი ეროვნული ლიგის ლიდერთან დამარცხდა

ლოკომოტივი ეროვნული ლიგის ლიდერთან დამარცხდა
15/10/2017

ლოკომოტივი ეროვნული ლიგის ლიდერთან დამარცხდა

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისთან დამარცხდა. დინამო არენაზე გამართული დაპირისპირება მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

ტრავმების გამო, ლოკოს კვლავ აკლდა მამია გავაშელიშვილი და ირაკლი კომახიძე. განაცხადში არ იყო ლუკა კიკაბიძეც, რომელსაც მიკრო ტრავმა აქვს.

თბილისური დერბი წუთიერი დუმილით დაიწყო. გუნდებმა და სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა, საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის მეკარის, შოთა მამინაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი. 31 წლის მეკარე, 1 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ანგარიში მატჩის დებიუტში გაიხსნა. მე-5 წუთზე, დინამოს მცველმა, ლაშა თოთაძემ რევაზ თევდორაძის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.

გოლის შემდეგ, ერთ-ერთ ეპიზოდში ლოკომ გატანა მოახერხა, მაგრამ მსაჯმა გეგა დიასამიძის გოლი არ ჩათვალა. არბიტრის გადაწყვეტილებით, სიხარულიძის გადაცემის შემდეგ, დიასამიძე თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

38-ე წუთზე, გიორგი დევდარიანს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. თემურ ღონღაძე, რომელმაც ტრავმა მიიღო, რევაზ ჩიტეიშვილმა შეცვალა.

44-ე და 45-ე წუთებზე, გუნდებმა გოლები გაცვალეს. ანგარიში გიორგი რეხვიაშვილმა გაათანაბრა. ლოკოს მცველმა გეგა დიასამიძის კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, თავით გადაგზავნა მასპინძელთა კარში. ერთ წუთში მიქელთაძემ დინამო კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ. მასპინძელთა ფორვარდმა ქავთარაძის პასით გაიტანა.

მეორე ნახევარში ლოკომოტივმა ორი სახიფათო მომენტი შექმნა. გატანას ორივე შემთხვევაში ნოდარ ქავთარაძე ცდილობდა. პირველად მას მასპინძელთა მეკარე ლიტოვჩენკომ აჯობა და ბურთი მოიგერია. მეორე მომენტში, ქავთარაძეს საჯარიმოს კუთხიდან შეეძლო გატანა, მაგრამ მცირე მანძილით ააცილა.

მატჩის საბოლოო შედეგი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლაშა ქოჩლაძემ დააფიქსირა.

 

29 ტურის შემდეგ, გიორგი დევდარიანის გუნდი 48 ქულით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში, ლოკომოტივი საბურთალოს დაუპირისპირდება. მორიგი თბილისური დერბი 19 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 13:30 წუთზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, ღონღაძე (ჩიტეიშვილი 38), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა (კაპ), სამურკასოვი, გვალია (ლ.ქურდაძე 83), დიასამიძე, ქავთარაძე, არველაძე (გოროზია 53), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: გვალია (38), სამურკასოვი (48), დიასამიძე (85), რეხვიაშვილი (90)

არბიტრი: გ.ვადაჭკორია

more news