ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
17/12/2017

ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის ლოკომოტივს ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის. 36 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

რამდენიმე წელია, რაც ლაშა ლოკომოტივში მუშაობს. 2009/2010 წლების სეზონში, ჭაღიაშვილი ლოკომოტვიში გელა სანაიას ასისტენტი იყო. 2010/2011 წლებში იგი დუბლშემადგენლობას წვრთნიდა.

მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის ტორპედოში, დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა.

2014/2015 წლების სეზონში, ლაშა ლოკომოტივის მთავარ გუნდში ვასილ მაისურაძის ასისტენტად მუშაობდა.



2016 წელს იგი ლოკოს დუბლშემადგენლობას ჩაუდგა სათავეში და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2016 წლიდან, ჟერარდ სარაგოსას, შემდეგ კი გიორგი დევდარიანის ასისტენტად მუშაობდა.

more news