ლოკომ დინამო თბილისი 2 დაამარცხა და საქართველოს თასის 1/8 ფინალშია

ლოკომ დინამო თბილისი 2 დაამარცხა და საქართველოს თასის 1/8 ფინალშია
20/07/2025

ლოკომ დინამო თბილისი 2 დაამარცხა და საქართველოს თასის 1/8 ფინალშია

თბილისის ლოკომოტივმა 2025 წლის სეზონი განაახლა. საქართველოს დავით ყიფიანი თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩში საგურამოში დინამო თბილისი 2 დავამარცხეთ, ანგარიშით 3:0.

 

შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ გახსნა,  63-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, ხოლო ლუკა მეტრეველმა მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ჩვენი გუნდის მეტოქე თასის 1/8 ფინალში შტურმი იქნება, მატჩი 26 ან 27 ივლისს შედგება.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის სეზონს თბილისის ლოკომოტივი 4 აგვისტოს განაახლებს.

more news