ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურში ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა

ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურში ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა
02/09/2023

ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურში ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიას სტუმრად დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

 

გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და დაპირისპირების ერთადერთი გოლიც მე-9 წუთზე გავიდა. თავის გამოჩენა ზაურ კერელეიშვილმა მოახერხა.

 

ამის შემდეგ ლოკომოტივი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები მეტოქის კარის აღებას ვერ ახერხებდნენ.

 

ეროვნული ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონში ლოკომოტივს 24 მატჩი აქვს ჩატარებული (ერთი შეხვედრა გარეჯთან გადადებულია) და 19 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, რადგან თავისი შეხვედრა მოიგო მარტვილის მერანმა.

 

მომდევნო მატჩს ლოკო სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 15 სექტემბერს ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

ვიტ ჯორჯია - ლოკომოტივი 1:0 I ეროვნული ლიგა 2 I 25-ე ტური:

 

გოლი: კერელეიშვილი (9)

 

ვიტ ჯორჯია: იობაშვილი, კერელეიშვილი, ჯავახიშვილი, სვიანაძე, ქარდავა (60 სამადაშვილი), ჭავჭანიძე, ბეროზაშვილი, ჩოთალიშვილი (60 მახარობლიძე), კუპრეიშვილი (75 კეწელაშვილი 85 ქეცბაია)), გუგბერიძე (75 ძაგანია), შეყილაძე.

 

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

 

ლოკომოტივი: თანდილაშვილი, შეწირული (73 ხინჩიაშვილი), კურტანიძე (60 ბონი), მახარობლიძე (80 კეკელიძე), ხუციშვილი (46 თურქია), გეგუჩაძე, გაბაძე, მენთეშაშვილი, ბაშელეიშვილი, ჩაჩუა, ჭანტურია (73 კალანდაძე).

 

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

 

მსაჯები: გ.ვარდიძე, ი.მაჩიტიძე, კ.ვასაძე, ა.მესხი

more news