ლოკოს მომდევნო სპარინგ მატჩების განრიგი ცნობილია

ლოკოს მომდევნო სპარინგ მატჩების განრიგი ცნობილია
24/01/2024

ლოკოს მომდევნო სპარინგ მატჩების განრიგი ცნობილია

თბილისის ლოკომოტივი 2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს.

 

ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე უკვე გამართა ერთი ამხანაგური შეხვედრა და დინამო არენაზე თბილისის დინამო 2:0 დაამარცხა. გოლები ბიძინა მახარობლიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს.

 

ცნობილია, ჩვენი გუნდის მომდევნო ამხანაგური შეხვედრების განრიგიც:

 

26 იანვარი: ლოკომოტივი - საბურთალო
27 იანვარი: ლოკომოტივი - სპაერი
3 თებერვალი: ლოკომოტივი - სიონი
6 თებერვალი: ლოკომოტივი - სამგურალი

more news