"საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები"

"საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები"
18/12/2017

"საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები"

ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი, ლაშა ჭაღიაშვილი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველ კომენტარს აკეთებს.

"პირველ რიგში, მინდა ლექსო თოფურიას და კლუბის ხელმძღვანელობას, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო.

განვლილ ორი სეზონში, ჟერარდ სარაგოსასთან და გიორგი დევდარიანთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო.


გაცნობიერებული მაქვს ლოკომოტივის გაწვრთნის პასუხისმგებლობა. ასევე, მაქვს საკუთარი ხედვა, რის მიხედვითაც სტაფთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბი გახდეს წარმატებული.

საწვრთნელი პროცესის დაწყებას დიდი მოლოდინით ვხვდები. იმედი მაქვს, 2018 წელს კლუბის ხელმძღვანელების ნდობასა და გულშემატკივრების იმედებს გავამართლებ". - ამბობს ლაშა

36 წლის სპეციალისტი, ლოკომოტივიში მომავალი ერთი წლის მანძილზე იმუშავებს.

more news