"საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა"

"საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა"
27/12/2017

"საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა"

ირაკლი სიხარულიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, კომენტარი გააკეთა და მისი მოპოვებული ჯილდოების შესახებ ისაუბრა.

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა და საუკეთესოდ დამასახელა. მადლობას ვუხდი ლოკომოტივს, გუნდელებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც ჩემს წარმატებაში წვლილი შეიტანა.

ეს ჯილდო ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. ვეცდები, საუკეთესოს წოდება გავამართლო და 2018 წელი უფრო მაღალ დონეზე ჩავატარო". - ამბობს ირაკლი.

სიხარულიძემ პრიზი სამ ნომინაციაში მიიღო. ლოკომოტივის ფორვარდი ეროვნული ლიგის, 2017 წლის გათამაშების ბომბარდირი, საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

more news