ბიძინა მახარობლიძე - ლოკომოტივის ახალი ფეხბურთელი

ბიძინა მახარობლიძე - ლოკომოტივის ახალი ფეხბურთელი
15/07/2019

ბიძინა მახარობლიძე - ლოკომოტივის ახალი ფეხბურთელი

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, „ლოკომოტივი“ ორი ნახევარმცველით გაძლიერდა. ბიძინა მახარობლიძე და დავით კირკიტაძე თბილისურ კლუბს შემოუერთდნენ.

 

საჩხერის „ჩიხურას“ შემადგენლობაში გამორჩეული ფეხბურთელი იყო ბიძინა მახარობლიძე. 26 წლის ნახევარმცველი 2018 წელს ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა. 2019 წლიდან, მახარობლიძე უკვე „ჩიხურას“ შემადგენლობაში ვიხილეთ და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე 9 გოლია.

 

გუნდის ახალწვეულმა დღეს ლოკოს შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა და მცირე კომენტარიც გააკეთა:

 

„მიხარია, რომ თბილისის „ლოკომოტივში“ გადმოვედი. ეს გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის და ამისი შანსი აქვს როგორც ჩემპიონატიდან, ასევე - თასიდან. მინდა მეც ამ წარმატების ნაწილი ვიყო და გუნდს ყველანაირად დავეხმარო“ - განაცხადა ბიძინა მახარობლიძემ.  

more news