ლოკოს ახალწვეული - დათო კირკიტაძე

ლოკოს ახალწვეული - დათო კირკიტაძე
15/07/2019

ლოკოს ახალწვეული - დათო კირკიტაძე

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, „ლოკომოტივი“ ორი ნახევარმცველით გაძლიერდა. ბიძინა მახარობლიძე და დავით კირკიტაძე თბილისურ კლუბს შემოუერთდნენ.

 

26 წლის დათო კირკიტაძე ბოლნისის „სიონში“ ასპარეზობდა და კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 2018-19 წლებში, ეროვნულ ლიგაში, ბოლნისური კლუბის შემადგენლობაში მან 10 გოლის გატანა შეძლო.

 

„მოხარული ვარ, რომ ასეთი დიდი კლუბის წევრი გავხდი. ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბია. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ბოლო წრის თამაშები „ლოკომოტივმა“ ძალიან კარგად ჩაატარა. მეც იმედი მაქვს, რომ გუნდს წინსვლაში დავეხმარები და მის წარმატებაში ჩემს წვლილს შევიტან“ - ამბობს კირკიტაძე.

more news