რევაზ ინჯგია ლოკომოტივიში 2022 წლამდე ითამაშებს

რევაზ ინჯგია ლოკომოტივიში 2022 წლამდე ითამაშებს
14/12/2018

რევაზ ინჯგია ლოკომოტივიში 2022 წლამდე ითამაშებს

რევაზ ინჯგია თბილისის ლოკომოტივში 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება 14 დეკემბერს გაფორმდა.

ინჯგია ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდის წევრია, რომელიც მთავარ გუნდში 2018 წელს დაწინაურდა. ეროვნულ ლიგაში, ინჯგიამ ლოკოს მაისური 17-ჯერ მოირგო და ერთი გოლი გაიტანა.

"პირველ რიგში, მინდა კლუბის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს ნდობისთვის მადლობა გადავუხადო.

2018 წელი ჩემთვის გამორჩეული იყო, ჩემპიონი გავხდი აკადემიის 19 წლამდე გუნდთან ერთად და დებიუტი მქონდა ეროვნულ ლიგაში. მიხარია, რომ კლუბმა შრომა ახალი კონტრაქტით დამიფასა. მინდა ლოკომოტივში თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო." - ამბობს ინჯგია.

2018 წელს, 19 წლამდე გუნდთან ერთად, იგი საქართველოს ჩემპიონი და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 17 წლის შემტევი საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრია.

more news