სანდრო გურეშიძე: ასეთი დონის მატჩის წინ, მოტივაციას ნამდვილად არ ვუჩივით

სანდრო გურეშიძე: ასეთი დონის მატჩის წინ, მოტივაციას ნამდვილად არ ვუჩივით
26/08/2020

სანდრო გურეშიძე: ასეთი დონის მატჩის წინ, მოტივაციას ნამდვილად არ ვუჩივით

27 აგვისტოს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის ლოკომოტივი უნივერსიტატეა კრაიოვას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი საღამოს 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას სილქ უნივერსალზე შეძლებთ.

 

მატჩის წინა დღეს, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი ჭიაბრიშვილმა და ფეხბურთელმა - სანდრო გურეშიძემ უპასუხეს.

 

სანდრო გურეშიძე: „დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ლოკომოტივი ევროთასებზე დაბრუნდა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილება გვაკლია, მაგრამ ხვალაც და ზოგადად, ყველა მატჩში, ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავდივართ.

 

ძლიერი მეტოქე გვყავს. მათზე ყველანაირ ინფორმაციას ვფლობთ. თამაშობენ სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით, როგორც ყოველი მორიგი მატჩისთვის. არანაირი წნეხი არ გვაქვს და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვართ განწყობილი. ასეთი დონის მატჩის წინ, მოტივაციას ნამდვილად არ ვუჩივით. არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. მოედანზე გავალთ და ვეცდებით, ჩვენი დავალებები ზედმიწევნით კარგად შევასრულოთ.“

more news