სპორტული მედიის საყურადღებოდ - მატჩისწინა აქტივობების განრიგი

სპორტული მედიის საყურადღებოდ - მატჩისწინა აქტივობების განრიგი
14/09/2020

სპორტული მედიის საყურადღებოდ - მატჩისწინა აქტივობების განრიგი

17 სექტემბერს გასამართი, თბილისის ლოკომოტივი Vs დინამო მოსკოვის მატჩზე დასასწრები მედია აკრედიტაციები გაიცემა 16 სექტემბერს, 17:00 საათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში.

 

შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით. აკრედიტაციაზე თანხმობას, მსურველები მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.

 

გაგაცნობთ მატჩისწინა პრესკონფერენციებისა და ვარჯიშების განრიგს:

 

18:30 - თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის - გიორგი ჭიაბრიშვილისა და გუნდის კაპიტნის - დავით უბილავას მატჩისწინა პრესკონფერენცია მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში.

 

19:00 - თბილისის ლოკომოტივის მატჩისწინა ვარჯიში, მიხეილ მესხი II (უეფას რეგულაციის თანახმად, მედიისთვის ღია იქნება საწყისი 15 წუთი. ტელეოპერატორებსა და ფოტოგრაფებს გადაღება შეეძლებათ სტადიონის ტრიბუნიდან).

 

20:00 - მოსკოვის დინამოს მთავარი მწვრთნელის - კირილ ნოვიკოვის მატჩისწინა პრესკონფერენცია მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში.

 

20:30 - მოსკოვის დინამოს მატჩისწინა ვარჯიში, მიხეილ მესხი II (უეფას რეგულაციის თანახმად, მედიისთვის ღია იქნება საწყისი 15 წუთი. ტელეოპერატორებსა და ფოტოგრაფებს გადაღება შეეძლებათ სტადიონის ტრიბუნიდან).

 

17 სექტემბერს, თბილისის ლოკომოტივი Vs დინამო მოსკოვის მატჩი გაიმართება მიხეილ მესხი II-ზე, საღამოს 21:00 საათზე.

 

მედიისთვის სტადიონის კარი გაიღება 19:00 საათიდან.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ უეფას და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები და მაქსიმალურად დაიცვათ რეკომენდირებული წესები, სოციალური დისტანცია და აუცილებლად გამოიყენოთ პირბადე.

more news