სპორტული მედიის საყურადღებოდ - აკრედიტირების პროცესი იწყება

სპორტული მედიის საყურადღებოდ - აკრედიტირების პროცესი იწყება
10/09/2020

სპორტული მედიის საყურადღებოდ - აკრედიტირების პროცესი იწყება

17 სექტემბერს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის ლოკომოტივი მოსკოვის დინამოს თბილისში, მიხეილ მესხი II-ზე უმასპინძლებს.

 

დღეიდან, ვიწყებთ აკრედიტაციის მსურველი მედია საშუალებების განაცხადების მიღებას, რომელიც გაგრძელდება 15 სექტემბრის 18:00 საათამდე. განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: media@fcloco.ge და eeloshvili@fcloco.ge

 

გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ:


     *  მედია საშუალება

     *  სახელი და გვარი - ვის სახელზე უნდა გაიცეს აკრედიტაცია

     *  კატეგორია - პრესა, ტელევიზია, რადიო, ვებ-გვერდი, ფოტო და ა.შ

     *  აკრედიტაციის მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაცია - ელექტრონული ფოსტა, საკონტაქტო ნომერი

 

 

შეგახსენებთ, რომ უეფას რეგულაციებიდან გამომდინარე, აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით. ამიტომ, გთხოვთ, განაცხადების გამოგზავნისას, ეს გარემოება აუცილებლად გაითვალისწინოთ. აკრედიტაციაზე თანხმობას, მსურველები მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.

 

 

არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები და კიდევ უფრო შემცირდა მატჩზე დამსწრე ადამიანთა რაოდენობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითო მედია საშუალებიდან, აკრედიტაცია გაიცემა თითო ადამიანზე. შეზღუდულია ფოტოგრაფთა რაოდენობაც. როგორც წინა შემთხვევაში, მატჩს ვერ დაესწრებიან ტელე-ოპერატორები, თუმცა, ჩვეულებრივ იმუშავებენ მატჩისწინა და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებსა და ვარჯიშებზე.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

more news