19 წლამდე ლიგა: ფრე გორის "დილასთან"

19 წლამდე ლიგა: ფრე გორის "დილასთან"
17/03/2019

19 წლამდე ლიგა: ფრე გორის "დილასთან"

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მესამე ტურში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საგურამოში გორის "დილას" უმასპინძლა. გათამაშების დამაჯერები სტარტის შემდეგ სულიკო დავითაშვილის გუნდმა მნიშნველოვანი ქულები მეორე ტურში დაკარგა და მესამე ტურში გამარჯვებას უმიზნებდა. ტრადიციულად ლოკომოტივი უპირატესობას ფლობდა, აღსანიშნავია რთული კლიმატური პირობები, ძლიერი ქარის გამო ორივე გუნდს უჭირდა თამაში. სამწუხაროდ, ამინდმა შეხვედრას დაღი დაასვა და მაყურებელმა გატანილი გოლები ვერ იხილა 0:0. 

გათამაშების სამი ტურის შემდეგ ლოკომოტივმა 5 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. 

 

ლოკომოტივი: ლომიძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, წაქაძე, ქველაძე, გოლუბიანი, ჯაფარიძე(ალექსიძე 85), ჯინჭარაძე(ბოგვერაძე 78), ჩაკვეტაძე(ქინქლაძე 46), ომარაშვილი, შეყილაძე. 

more news