19 წლამდელების მორიგი გამარჯვება
03/05/2019
19 წლამდელების მორიგი გამარჯვება
19 წლამდე ლიგის მეცხრე ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. 4 ივნისს საგურამოში გამართულ შეხვედრაში სულიკო დავითაშვილის გუნდმა 3:0 იმარჯვა.
პირველი ნახევარმა თანაბრად ჩაიარა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, თუმცა მეორე ნახევრის სტარტიდანვე ლოკომოტივმა უპირატესობა მოიპოვა და სამი უპასუხო გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ლომთაძემ ანგარიში გახსნა. 4 წუთში გიორგი იაკობიძემ ლოკომოტივი ორი ბურთით დააწინაურა. წერტილი 90-ე წუთზე ჯინჭარაძემ დასვა.
ლოკომოტივი: თვალოძე, ჯაფარიძე, ჯინჭარაძე, ჭავჭანიძე, ქველაძე, გოლუბიანი, ინჯგია, იაკობიძე, კონიაშვილი, ლომთაძე, შეყილაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბოგვერაძე, კერესელიძე, წაქაძე