წარმატებული პირველი ტური ოქროს ლიგაში
წარმატებული პირველი ტური ოქროს ლიგაში
ოქროს ლიგა 2019 წარმატებით დაიწყეს „ლოკომოტივის“ ასაკობრივმა გუნდებმა. პირველი ტურის მატჩებში, ჩვენი 15 და 17-წლამდელთა გუნდები ქუთაისს ესტუმრნენ, შეხვედრები ადგილობრივი „ტორპედოს“ ასაკობრივ გუნდებთან გამართეს და შინ, ჯამში, 6 ქულით დაბრუნდნენ.
მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოიგო თავისი შეხვედრა ლოკოს 15-წლამდე გუნდმა. ნიკა გუშარაშვილის ფეხბურთელებიდან, გამარჯვების მომტანი გოლი შაკო ლობჟანიძემ გაიტანა.
17-წლამდელებმა კი, მეტოქე 3:1 დაამარცხეს. ჩვენი ფეხბურთელებიდან გოლები ხუციშვილმა, დაგარგულიამ და კეკელიძემ გაიტანეს.
ოქროს ლიგის მომდევნო ტურში, ლოკოს 15 და 17-წლამდელთა გუნდები საკუთარ მოედანზე ითამაშებენ და სფფ-ის თბილისის აკადემიის ასაკობრივ გუნდებს უმასპინძლებენ.
19-წლამდელთა ოქროს ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კი, პირველი ტურის შეხვედრაში საგურამოში, საკუთარ მოედანზე მიიღო ბათუმის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდი და დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა. გოლები ლომთაძემ (პენალტით), ბოგვერაძემ, ქინქლაძემ და იაკობიძემ გაიტანეს.
19-წლამდელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და კიდევ არაერთი ბურთის გატანაც შეეძლოთ.