2022 წლის სეზონის გახსნა — დაძაბულ ბრძოლაში მარცხი თელავთან.
26/02/2022
2022 წლის სეზონის გახსნა — დაძაბულ ბრძოლაში მარცხი თელავთან.
26 თებერვალს, Crystalbet ეროვნული ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივი თელავთან მინიმალური სხვაობით, 0-1 დამარცხდა.
ლაშა ჭაღიაშვილის გუნდის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო, როგორც იცით ლოკომოტივი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, ახალი ფორმაციის ლოკო კი გულშემატკივარს ძალიან აინტერესებს. მატჩი ლოკოს უოირატესობით დაიწყო, იყო რამდენიმე მწვავე ეპიზოდი თელავის კართან, თუმცა თბილისელმა ფეხბურთელებმა მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმის სტარტზე თელავმა გაიტანა, ლაშა კოხრეიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომიდან ზუსტად დაარტყა, რევაზ თევდორაძემ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკო აქტიურობდა, თუმცა თამაშის გადარჩენა ვერ მოხერხდა, საბოლოოდ 0:1 თელავის სასარგებლოდ.