ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურში ლოკომოტივი შტურმს უმასპინძლებს

ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურში ლოკომოტივი შტურმს უმასპინძლებს
28/03/2024

ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურში ლოკომოტივი შტურმს უმასპინძლებს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც მიხეილ მესხი 2-ზე სართიჭალის შტურმთან ჩაატარებს.

 

ლოკოს 2024 წლის სეზონში ჯერ გამარჯვება არ აქვს, გუნდმა 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა და ვიტ ჯორჯიასთან საშინაო შეხვედრა 0:1 დათმო.

 

რაც შეეხება მეტოქეს, ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებული შტურმი ახალ სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა, 2 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. შესაბამისად, ჩვენს მომავალ მეტოქს 6 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზეა.

 

სეზონის პირველი 3 შეხვედრის შემდეგ ლოკოს მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთების ჯერა და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-4 ტური:

 

ლოკომოტივი - შტურმი
არაგვი - რუსთავი
ხობის კოლხეთი - ბოლნისის სიონი
გარეჯი - დინამო თბილისი 2
სპაერი - ვიტ ჯორჯია

more news