ესპანური შეკრების პირველი დღე - ლოკო მარბელაშია
ესპანური შეკრების პირველი დღე - ლოკო მარბელაშია
დღეს შუადღეს, ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივი ესპანეთში ჩავიდა. გუნდი ანდალუზიის რეგიონში, ქალაქ მარბელაშია. ამ საღამოსვე, გია ჭიაბრიშვილმა გუნდი პირველად ავარჯიშა. მთავარმა მწვრთნელმა, მგზავრობით გადაღლილი ფეხბურთელები ძალიან არ დატვირთა. ხვალიდან კი, ლოკო ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება, რომელსაც 8 თებერვალს გამართავს და რუსული პრემიერლიგის ბინადარს - როსტოვს, მარბელას საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე დაუპირისპირდება.
ლოკო ესპანეთში ასეთი შემადგენლობით იმყოფება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, რეზი თევდორაძე, სოსო კოპალიანი
მცველები: ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა სანდოხაძე, დავით უბილავა, გურამ კაშია, გიორგი გაბაძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ქველაძე, რატი მჭედლიშვილი, ბექა ბუიღლიშვილი
ნახევარმცველები: თემურ შონია, ბექა დარცმელია, გივი მუკბანიანი, დავით სამურკასოვი, თორნიკე კირკიტაძე, ულად ომარ იმრანი, ირაკლი ჭიაბრიშვილი, კახა კახაბრიშვილი, ზურა ზოსიაშვილი, ლუკა კეკელიძე
თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, მამია გავაშელიშვილი, გიორგი იაკობიძე