ლოკო სპაერთან გასვლით მატჩში დამარცხდა

ლოკო სპაერთან გასვლით მატჩში დამარცხდა
06/08/2025

ლოკო სპაერთან გასვლით მატჩში დამარცხდა

4 აგვისტოს, ეროვნული ლიგა 2-ის მე-17-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი სტუმრად სპაერს დაუპირისპირდა  და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. 

შეხვედრის 31-ე წუთზე, არბიტრმა ლოკოს ნახევარმცველი, ლუკა მეტრეველი, გააძევა. 41-ე წუთზე კი, საბა გეგიაძემ, პენალტით გახსნა ანგარიში და დააწინაურა სპაერი. სიენდა მატენჯვამ, 54-ე წუთზე სპაერის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მეტოქეთა რიგებში 72-ე წუთზე თავი ზურაბ გოლუბიანმაც გამოიჩინა და ანგარიში სამამდე გაზარდა. ამისა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და კომპენსირებულ დროში შეძლო გოლის გატანა, 90+2-ე წუთზე დენის ამოაკომ შეამცირა ანგარიში, საგოლე გადაცემა კი ფრენკ ჩილეშესგან მიიღო. 

ლოკომოტივი მომდევნო მატჩს ორშაბათს, 11 აგვისტოს, დინამო 2-ის წინააღმდეგ, საგურამოს ბაზაზე გამართავს.

more news