მარცხი დილასთან - ლოკომოტივმა მორიგი ქულები დაკარგა

მარცხი დილასთან - ლოკომოტივმა მორიგი ქულები დაკარგა
08/05/2021

მარცხი დილასთან - ლოკომოტივმა მორიგი ქულები დაკარგა

მიმდინარე სეზონში მეორედ, ლოკომოტივისა და გორის დილას პრინციპული დაპირისპირება გაიმართა. პირველი მატჩი, გორში, ფრედ დასრულდა და 2021 წლის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იყო. ამჯერად, გორელებმა იმარჯვეს და თბილისიდან მნიშვნელოვანი 3 ქულა წაიღეს.

 

სტუმრებმა სწრაფი გოლი მატჩის მე-5 წუთზე გაიტანეს. თავი უსმანე კამარამ გამოიჩინა. ასე რომ, ლოკომოტივი თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდა. თბილისელებმა გაშვებულ გოლს იმრანის სახიფათო დარტყმით უპასუხეს, თუმცა, ბურთი ბადეს გარედან შეეხო.

 

ტაიმის ბოლომდე, ბურთს და სათამაშო უპირატესობას გორელები ფლობდნენ. ორივე კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა, ლოკომოტიველებს გათანაბრების რეალური შანსი არ ჰქონიათ. ტაიმი სტუმრებმა ერთბურთიანი უპირატესობით მოიგეს.

 

მატჩის მეორე ტაიმიც იგივე სცენარით დაიწყო. გორელების აქტიურობა 54-ე წუთზე გოლით უსმანე კამარამ დაასრულა. ლოკომოტივი ორბურთიანი უპირატესობით მარცხდებოდა. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ცვლილებებს მიმართა. მოხდა ტაქტიკური გადაადგილებებიც. ამის შემდეგ, ლოკომოტივი შეტევაში უფრო გააქტიურდა. კირკიტაძისა და იმრანის სახიფათო დარტყმები, გუგეშაშვილმა მოიგერია.

 

ლოკომოტივმა ერთი ბურთის გაქვითვა 64-ე წუთზე შეძლო. ნიკა სანდოხაძემ საკმაოდ ეფექტური დატყმით შეძლო გუგეშაშვილის კარის აღება - 1:2.

 

სულ ეს იყო. ლოკომოტივმა მორიგი ქულები დაკარგა და უკვე ოთხი ტურია, ჩვენს გუნდს, ეროვნულ ლიგაში მოგება არ აქვს.

 

 

 

ლოკომოტივი დილა (0:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (ქველაძე 56), უბილავა (C), კაშია, შონია(სამურკასოვი 56) , დარცმელია, იმრანი, კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 56), კირკიტაძე (მუკბანიანი 71), იაკობიძე (სიხარულიძე 46)

 

გოლი: სანდოხაძე (64)

 

გაფრთხილება: შონია, კახაბრიშვილი, სანდოხაძე, სამურკასოვი

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news