წლის მოსავალი - ლოკომოტიველები საუკეთესოთა შორის

წლის მოსავალი - ლოკომოტიველები საუკეთესოთა შორის
27/12/2020

წლის მოსავალი - ლოკომოტიველები საუკეთესოთა შორის

28 დეკემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა. პანდემიის გამო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გამარჯვებულები ონლაინ გამოვლინდენ.

 

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშეებისა და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თერთმეტმა ფეხბურთელმა.

 

 

საამაყოა, რომ 2020 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში, ყველაზე მეტი ფეხბურთელით თბილისის ლოკომოტივია წარმოდგენილი:

  • გიორგი მამარდაშვილი (მეკარე)
  • ნიკა სანდოხაძე (მცველი)
  • ბექა დარცმელია (ნახევარმცველი)
  • ირაკლი სიხარულიძე (თავდამსხმელი)

 

სეზონის საუკეთესო მეკარის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ლოკომოტივის 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი.

 

საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი, ლოკოს საყრდენმა - ბექა დარცმელიამ მოიპოვა, რომელმაც, 2020 წლის სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა საგოლე პასებში (6 პასი).

 

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად, ლოკომოტივის თავკაცი - გიორგი ჭიაბრიშვილი დასახელდა.

 

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი ჯილდო კი, ლოკოს საუკეთესო ბომბარდირმა - ირაკლი სიხარულიძემ მიიღო.

more news