ზედიზედ მეოთხე მოგება - 3 ქულა წყალტუბოდან
ზედიზედ მეოთხე მოგება - 3 ქულა წყალტუბოდან
10 ივნისის ცხელ იმერულ საღამოს, ლოკომოტივმა წყალტუბოში სოსო ფრუიძის მოფერიანებული სამგურალი 3:1 დაამარცხა. ორი განსხვავებული ტაიმი, გამოყენებული და გამოუყენებელი შანსები - მოკლედ, კარგი თამაში გამოვიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო.
ლოკომოტივმა ანგარიში მალევე, მე-7 წუთზე გახსნა. ირაკლი სიხარულიძემ, მიმდინარე სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-19 წუთზე, ლოკომოტივის კარში სადავო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად სერგო კუხიანიძემ აქცია. თუმცა, ტაბლოზე ფრე დიდხანს არ შენარჩუნებულა; 27-ე წუთზე, დასწრებაზე მშვენივრად ითამაშა მამია გავაშელიშვილმა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ტაიმის ბოლომდე, ლოკომოტივი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რასაც მეორე ტაიმზე ვერ ვიტყვით.
თბილისელებმა უპირატესობა დათმეს და მასპინძლებს მწვავე შეტევების საშუალებას აძლევდნენ. ბევრი იყო ტექნიკური წუნი და შეცდომები. ამ გაუგებრობაში, ყველაფერს წერტილი თემურ შონიამ დაუსვა. 86-ე წუთზე, ლოკოს საყრდენმა მშვენივრად ითამაშა და უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.
სამგურალი 1:3 ლოკომოტივი (1:2)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე, უბილავა (C), შონია, სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი 74), იმრანი, კირკიტაძე (ჭიაბრიშვილი 89), გავაშელიშვილი (იაკობიძე 68), სიხარულიძე (მუკბანიანი 89)
გოლები: სიხარულიძე (7), გავაშელიშვილი (27), შონია (86)
გაფრთხილება: გავაშელიშვილი, იაკობიძე
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი