24-ე ტურში ბოლნისის სიონის ვესტუმრებით

24-ე ტურში ბოლნისის სიონის ვესტუმრებით
18/09/2025

24-ე ტურში ბოლნისის სიონის ვესტუმრებით

ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურში ჩვენი გუნდი ბოლნისის სიონს ესტუმრება.

 

მიმდინარე სეზონის ეროვნულ ლიგაში სიონთან ორი მატჩი გავმართეთ. მე-6 ტურში სიონმა შინ 1:0 მოიგო, გოლი მე-6 წუთზე ალექსანდრე ვერულიძემ გაიტანა. მე-15 ტურში ლოკომ საგურამოში სიონს უმასპინძლა, თამაში უგოლოდ დასრულდა.

 

23 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში  ჩვენი გუნდი 28 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, ლოკო საუკეთესო სამეულს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება, ცხრილში სიმჭიდროვეა. სიონი 31 ქულით მე-5 ადგილზეა

 

სიონისა და ლოკომოტივის საფეხბურთო დაპირისპირება თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 19 სექტემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.

more news