ჩვენი გუნდის დრამატული გამარჯვება რუსთავთან

15/09/2025
ჩვენი გუნდის დრამატული გამარჯვება რუსთავთან
ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურში თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში რუსთავი 3:2 დაამარცხა.
ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა პრინს ოსეის გოლით გახსნეს. 27-ე წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ლაშა კოხრეიძემ წონასწორობა აღადგინა. 50-ე წუთზე იუტა ნაკანომ პენალტის ნიშნულიდან რუსთავი დააწინაურა. დარჩენილ დროში თამაში შემოვატრიალეთ, 55-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 65-ე წუთზე მენთეშაშვილის პასით დათო ბუკიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ეროვნული ლიგა 2-ის 23 მატჩიდან ჩვენმა გუნდმა 6 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 7 დათმო.