არაგვისა და ლოკოს მატჩი ფრედ დასრულდა
26/09/2024
არაგვისა და ლოკოს მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნულ ლიგა 2-ში 26-ე ტურის მატჩი სტუმრად დუშეთის არაგვთან ჩაატარა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ჩვენი გუნდი პირველ ტაიმში აქტიური იყო და ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, მჭედლიშვილის პასით თავი ლუკა კეკელიძემ გამოიჩინა. რამდენიმე შანსი ამის შემდეგაც გვქონდა, თუმცა პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.
მეორე ნახევარში არაგვმა ანგარიშის გათანაბრება 63-ე წუთზე შეძლო, გოლის ავტორი თენგიზ ბრეგვაძეა.
26 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის ლოკომოტივს 33 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს 30 სექტემბერს საკუთარ მოედანზე საგარეჯოს გარეჯთან ჩაატარებს.