ლოკო გასვლით შეხვედრას არაგვთან ჩაატარებს

ლოკო გასვლით შეხვედრას არაგვთან ჩაატარებს
25/09/2024

ლოკო გასვლით შეხვედრას არაგვთან ჩაატარებს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად დუშეთის არაგვის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ჩვენი გუნდი არაგვთან მატჩს ორმატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება, ჯერ რუსთავი დავამარცხეთ, შემდეგ კი - ხობის კოლხეთი. ამ მომენტისთვის რევაზ გოცირიძის გაწვრთნილ გუნდს 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

 

ლოკოს უშუალო კონკურენტია არაგვი, რომელსაც წარმატებული სვლა აქვს. ბოლო 5 მატჩიდან ჩვენმა მეტოქემ 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 35 ქულით ცხრილში მე-6-ზეა.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომ და არაგვმა ორჯერ ითამაშეს. ერთხელ მოვიგეთ, ხოლო ერთხელ დავმარცხდით.

 

26-ე ტურის მატჩი 26 სექტემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

more news