დავით გაბისონია: "ლოკომოტივში სადებიუტო გოლით ძალიან ბედნიერი ვარ"

დავით გაბისონია: "ლოკომოტივში სადებიუტო გოლით ძალიან ბედნიერი ვარ"
05/11/2023

დავით გაბისონია: "ლოკომოტივში სადებიუტო გოლით ძალიან ბედნიერი ვარ"

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრაში ბოლო წუთებზე სტუმრად ხობის კოლხეთი 2:1 დაამარცხა.

 

შეხვედრის ერთ-ერთი გმირი 18 წლის დავით გაბისონია იყო, რომელმაც 89-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ის 3 წელია, რაც ლოკოშია და პირველ გუნდში ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო.

 

გატანილი გოლისა და მნიშვნელოვანი გამარჯვების შესახებ მას ვესაუბრეთ:

 

"მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და ბედნიერი ვარ, რომ ამაში საკუთარი წვლილი შევიტანე. ლოკოს მაისურით გოლის გატანა განსაკუთრებული იყო. ვიმედოვნებ, გუნდი წარმატებულად თამაშს გააგრძელებს და მეც თანაგუნდელების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა დავითმა.

 

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივი ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩს 9 ნოემბერს სტუმრად საგარეჯოს გარეჯთან ჩაატარებს.

 

more news