ლოკომოტივმა ხობის კოლხეთთან დაძაბულ მატჩში 3 ქულა მოიპოვა

ლოკომოტივმა ხობის კოლხეთთან დაძაბულ მატჩში 3 ქულა მოიპოვა
02/11/2023

ლოკომოტივმა ხობის კოლხეთთან დაძაბულ მატჩში 3 ქულა მოიპოვა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრა სტუმრად ხობის კოლხეთთან ჩაატარა და დაძაბულ მატჩში 2:1 გაიმარჯვა.

 

შეხვედრის პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. 27-ე წუთზე ავტოგოლი ლოკოს მეკარეს, ლევან თანდილაშვილს ჩაეწერა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უფრო გააქტიურდა და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში ვერ გაათანაბრა.

 

ლოკომ წონასწორობა მეორე ნახევრის მიწურულს აღადგინა, 89-ე წუთზე თავი დავით გაბისონიამ გამოიჩინა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლოკომოტივი აქტიურას აგრძელებდა და 90+5-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა ჩვენს გუნდს გატანილი გოლით 3 ქულა მოუტანა.

 

ამ გამარჯვების შემდეგ ლოკომ ეროვნულ ლიგა 2-ში 34 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი უკვე 5 თამაშია არ მარცხდება, 3 მოგება და 2 ფრე.

 

ლოკომოტივი ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩს 9 ნოემბერს სტუმრად საგარეჯოს გარეჯთან ჩაატარებს.

 

ხობის კოლხეთი 1:2 ლოკომოტივი I ეროვნული ლიგა I 32-ე ტური

 

გოლები: თანდილაშვილი ა.გ (27), გაბისონია (89), ოზბეთელაშვილი (90+5)

 

ხობი: ჯოხაძე, მირზოევი, ადამაძე, ხარაბაძე, ჭანტურიძე, წურწუმია, ამბროლაძე (86 აიანადი), მეფიშვილი, ტორაძე (64 სულაძე), ჭანკვეტაძე, სამუშია (93 იონანიძე)

 

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

 

ლოკომოტივი: თანდილაშვილი, მოლაშვილი, შეწირული (68 გაბისონია), მახარობლიძე, ფრენკი, ბუკია (74 ბუკია), მენთეშაშვილი, ბაშელეიშვილი (68 კალანდაძე), თურქია (55 ოზბეთელაშვილი), ჩაჩუა, ჭანტურია

 

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

more news