დინამო თბ - ლოკომოტივი: თბილისური დერბი ფრედ დასრულდა
დინამო თბ - ლოკომოტივი: თბილისური დერბი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა დინამო თბილისთან ფრე ითამაშა. 21 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.
თამაშის მიმდინარეობისას, გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველ ნახევარში ლოკოს დაწინაურება თეიმურაზ შონიას შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.
მეორე ნახევარში ლოკოს ორი საგოლე მომენტი ჰქონდა. ორივე შემთხვევაში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა იაქტიურეს.
დავით სამურკასოვის გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ანგარიშის გახსნა ირაკლი კომახიძეს შეეძლო, თუმცა ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა.
მომდევნო ეპიზოდში, გატანის კარგი შანსი ჰქონდა დმიტრო ივანისენიას. უკრაინელი ნახევარმცველის შორეული დარტყმა რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მეკარესთან პირისპირ მამია გავაშელიშვილი დარჩა - ლოკოს ფორვარდს დინამოს მეკარემ აჯობა.
29 ტურის შემდეგ, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 33 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლოკომოტივი 28 ოქტომბერს, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, შონია, სამურკასოვი, არდაზიშვილი (კომახიძე 79), კობახიძე, კიკაბიძე (ოლურემი 72), ჯიქია (გავაშელიშვილი 65)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია