ეროვნულ ლიგა 2-ში ლოკომოტივი სეზონს ბოლნისის სიონთან მატჩით განაახლებს
ეროვნულ ლიგა 2-ში ლოკომოტივი სეზონს ბოლნისის სიონთან მატჩით განაახლებს
3 აგვისტოს თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში ბოლნისის სიონს უმასპინძლებს.
მიხეილ მესხი 2-ზე დაბრუნების შემდეგ ეს თბილისის ლოკომოტივისთვის პირველი მატჩია. ამ სეზონში, შესვენებამდე ლოკო საშინაო თამაშებს დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ატარებდა.
ლოკო ცოტა ხნის წინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშა, ჩვენი გუნდი 1/8 ფინალურ ეტაპზე თბილისის დინამოსთან დამარცხდა. მანამდე, რევაზ გოცირიძის გუნდმა 1/16 ფინალში ეროვნული ლიგის ბინადარი ქობულეთის შუქურა დაამარცხა.
რაც შეეხება მეტოქეს, სიონი ეროვნულ ლიგა 2-ში ამჟამად მე-6 ადგილს იკავებს. საქართველოს თასის გათამაშებას ბოლნისელებიც 1/8 ფინალში, ბათუმის დინამოსთან გამოეთიშნენ.
გუნდებმა მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ ითამაშეს, ორივე შეხვედრა სიონის გამარჯვებით დასრულდა - 2:1, 3:1. უკანასკნელად ჩვენმა გუნდმა ქვემო ქართლელების დამარცხება 2019 წელს, ეროვნულ ლიგაში შეძლო. ბოლნისში ჩატარებულ მატჩში ლოკოს მხრიდან გოლების გატანა უბილავამ და სიხარულიძემ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივი ეროვნულ ლიგა 2-ში ამჟამად 12 ქულით მე-9 ადგილზეა. სიონთან მატჩი მესხი 2-ზე 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.