ეროვნული ლიგა 2019 - შეჯამება

ეროვნული ლიგა 2019 - შეჯამება
01/12/2019

ეროვნული ლიგა 2019 - შეჯამება

სანამ „ლოკომოტივი“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს ითამაშებს, ჩვენ განვლილი სეზონი შევაჯამოთ. უფრო ზუსტად კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშება.

 

„ლოკომოტივმა“ ჩემპიონატი მე-4 ადგილზე, 55 ქულით დაასრულა.

 

ჩვენმა გუნდმა 17 მატჩი მოიგო, 15 წააგო და 4 ფრე ითამაშა.

 

ლოკოს ფეხბურთელებმა მეტოქეთა კარში 44 გოლი გაიტანეს.

 

კლუბის მაისურით ყველაზე მეტი - 36 მატჩი ჩაატარა ირაკლი სიხარულიძემ.

 

 

16 გოლით, კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, ასევე, ირაკლი სიხარულიძე გახდა.

 

35 მატჩი ითამაშეს ნიკა ჭანტურიამ, თემურ შონიამ და დათო კირკიტაძემ.

 

34 შეხვედრა აქვთ ჩატარებული დავით უბილავას, ალექსანდრე გურეშიძეს და დემეტრე ბულისკერიას.

 

14 მშრალი მატჩი ჰქონდა ლოკოს კარის დარაჯს - დემეტრე ბულისკერიას.

 

 

8-8 საგოლე პასი დაუგროვდათ დავით სამურკასოვსა და დათო კირკიტაძეს.

 

განვლილ სეზონში, „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა, ჯამში, 56 ყვითელი და 6 წითელი ბარათი მიიღეს.

more news