ეროვნული ლიგა: თეიმურაზ შონიას მე-6 გოლი და ქულა საბურთალოსთან

ეროვნული ლიგა: თეიმურაზ შონიას მე-6 გოლი და ქულა საბურთალოსთან
09/11/2018

ეროვნული ლიგა: თეიმურაზ შონიას მე-6 გოლი და ქულა საბურთალოსთან

ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა გათმაშების ლიდერ საბურთალოსთან ფრე ითამაშა. 10 ნოემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი 1-1 დასრულდა.

ტრავმის გამო, საბურთალოსთან დაპირისპირება ლოკოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კობახიძემ გამოტოვა.

პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სტუმართა გოლამდე, ანგარიშის გახსნა ლოკოს შეეძლო. დავით სამურკასოვის, ზურიკო დავითაშვილისა და მამია გავაშელიშვილის გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, მამიამ კარს მცირე მანძილით ააცილა.

ანგარიში მე-40 წუთზე დაჩი ცნობილაძემ გახსნა. ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე, საჯარიმოში ყველას საბურთალოს ნახევარმცველმა დაასწრო და თავით გაიტანა.

მეორე ნახევარი ლოკომ აქტიურად დაიწყო. ზედიზედ ორჯერ, გატანის შანსი ჰქონდათ გავაშელიშვილსა და რატი არდაზიშვილს, ორივე დარტყმა არაზუსტი იყო.

შეტევის გასაძლიერებლად, ლაშა ჭაღიაშვილმა თამაშში რევაზ ინჯგია, დავით ჯიქია და ლუკა კიკაბიძე ჩართო. 88-ე წუთზე, ინჯგიას კარგ თამაშს საბურთალოს კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად თეიმურაზ შონიამ შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

28 წლის ნახევარმცველმა, ლოკოს მაისურით, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-6 გოლი გაიტანა.

32 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 35 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ბოლნისის სიონის წინააღმდეგ, 25 ნოემბერს გამართავს.


ლოკომოტივი:
თევდორაძე, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, გვალია (ინჯგია 56), შონია, სამურკასოვი, დავითაშვილი (ჯიქია 75), არდაზიშვილი (კიკაბიძე 83), გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: ქურდაძე (21), უბილავა (90+4)

არბიტრი: ბაკურ ნინუა

more news