გიორგი ხიდეშელმა ლოკომოტივი დატოვა
04/06/2018
გიორგი ხიდეშელმა ლოკომოტივი დატოვა
გიორგი ხიდეშელმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა. 30 წლის მცველსა და კლუბს შორის კოტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
ხიდეშელი ლოკომოტივის შემადგენლობაში 2015 წლიდან ასპარეზობდა. ამ ხნის განმავლობაში, მან 44 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.