ხობისა და ლოკოს შეხვედრა ფრედ დასრულდა

ხობისა და ლოკოს შეხვედრა ფრედ დასრულდა
17/04/2024

ხობისა და ლოკოს შეხვედრა ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მე-7 ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივი სტუმრად ხობის კოლხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

 

პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და 31-ე წუთზე ლოკო სანდრო შეწირულის გოლით დაწინაურდა.

 

მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშის გათანაბრება ჭედიამ 52-ე წუთზე შეძლო. ლოკომ ტემპს კვლავ მოუმატა და კიდევ ერთხელ შეძლო წინ გასვლა, ხობის კარში გოლი რომან ჩაჩუამ გაიტანა.

 

შეხვედრის ბოლო წუთებზე კოლხეთმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, გოლი ანატოლი მესიაჩენკოს ანგარიშზეა.

 

ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 5 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. ლოკოს მომდევნო მეტოქე არაგვი იქნება, რომელთან შეხვედრაც 22 აპრილსაა დაგეგმილი.

more news