ლოკო ხობთან გასამართი მატჩისთვის ემზადება
ლოკო ხობთან გასამართი მატჩისთვის ემზადება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მე-7 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელასც სტუმრად ხობის კოლხეთთან გამართავს.
ლოკოსთვის სეზონი მძიმედ დაიწყო, ჩვენმა გუნდმა გასული 6 ტურიდან 4 მატჩი ფრედ დაასრულა და 2-ჯერ დამარცხდა. უკანასკნელ შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა რუსთავის წინააღმდეგ ქულა დავით ბუკიას მიერ დამატებით დროში გატანილი გოლით მოიპოვეს.
სახარბიელოდ ვერ დაიწყო სეზონის კობის კოლხეთისთვისაც. ჩვენს მეტოქეს ამ მომენტისთვის 0 გამარჯვება აქვს და სატურნირნო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
ლოკომ და ხობის კოლხეთმა გასულ წელს ერთმანეთის წინააღმდეგ 4-ჯერ ითამაშეს. 2-ჯერ გავიმარჯვეთ, ხოლო 2-ჯერ მოგება ხობელებს დარჩათ.
ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის მატჩი განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე 17 აპრილს 16:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგა 2 I მე-7 ტური:
ბოლნისის სიონი - სპაერი
ხობის კოლხეთი - ლოკომოტივი
რუსთავი - გარეჯი
დინამო თბილისი 2 - არაგვი
შტურმი - ვიტ ჯორჯია