კოხრეიძის პოკერით და კეკელიძის გოლით სიონი დავამარცხეთ

კოხრეიძის პოკერით და კეკელიძის გოლით სიონი დავამარცხეთ
19/09/2025

კოხრეიძის პოკერით და კეკელიძის გოლით სიონი დავამარცხეთ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბოლნისის სიონი შინ თბილისის ლოკომოტივთან 3:5 დამარცხდა.

 

მე-8 წუთზე ლუკა კეკელიძის საგოლე პასით ლაშა კოხრეიძემ დაგვაწინაურა. 24-ე წუთზე კოხრეიძემ დუბლი შეასრულა. 31-ე წუთზე „სიონმა'' პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, დათა სიჭინავას დარტყმული თერთმეტმეტრიანი საბა ასანიძემ მოიგერია, თუმცა სიჭინავამ დამატებაზე გაიტანა, სხვაობა შეამცირა. 33-ე წუთზე კოხრეიძის მესამე გოლით ორბურთიანი სხვაობა აღდგა. 42-ე წუთზე მეხრუბონ ქარიმოვის ავტოგოლით ანგარიში 2:3 გახდა.

 

53-ე წუთზე სიჭინავამ დუბლი შეასრულა - 3:3. 68-ე წუთზე ლუკა კეკელიძემ დაგვაწინაურა, 75-ე წუთზე კოხრეიძემ პოკერი შეასრულა. 79-ე წუთზე დათა სიჭინავას მესამე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა, ასანიძემ ამჯერადაც გამოიცნო დარტყმის მიმართულება. მოკლედ, ჩვენი გუნდის მეკარემ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ საბა ლოკოს აკადემიის 16 წლის მეკარეა და ამ თამაშში მისი დებიუტი შედგა მთავარ გუნდში. 

 

ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში 24 მატჩი ჩაატარა, 31 ქულით მე-5 ადგილზეა. ამდენივე ქულაა მე-6  საფეხბურზე მყოფ „იბერია 2’’-სა და მე-7 პოზიციაზე მყოფ „სიონის’’ აქტივში. მომდევნო ტურში, 27 სექტემბერს საგურამოში „იბერია 2’’-ს მივიღებთ. მანამდე კი, 23 სექტემბერს საგურამოში, თასის 1/4 ფინალში დინამო ბათუმს ვუმასპინძლებთ. 

more news