ლოკო საგურამოში რუსთავს უმასპინძლებს

14/09/2025
ლოკო საგურამოში რუსთავს უმასპინძლებს
ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურში თბილისის ლოკომოტივი საგურამოში რუსთავს მიიღებს. მატჩი ხვალ, 15 სექტემბერს 18:00 საათზე დაიწყება.
მე-5 ტურში ჩვენი გუნდისა და რუსთავის დაპირისპირება საგურამოში 2:2 დასრულდა. მე-6 წუთზე დენის ამოაკომ დაგვაწინაურა, 59-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა პენალტი გოლად აქცია. დარჩენილ დროში ავთანდილ გუჯაბიძისა და ლევან კუტალიას გოლებით რუსთავმა ანგარიში გაათანაბრა. მე-14 ტურში რუსთავმა მარნეულში ლოკოს 2:1 მოუგო. მე-19 წყთზე ნიკოლოზ ყველაშვილმა ანგარიში გახსნა, წინ გავედით, თუმცა დმიტრო დობრანსკისა და იუტა ნაკანოს გოლებით რუსთავმა თამაში შემოატრიალა.
22 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 25 ქულით მე-7 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება, რუსთავი 40 ქულით მეორე ადგილზეა.