ლოკომოტივს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავს
22/07/2018
ლოკომოტივს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავს
თბილისის ლოკომოტივს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე, ოთარ საბანაძე იტალიელმა რიკარდო დე ვივომ შეცვალა.
37 წლის სპეციალისტს, უცხოურთან ერთად, საქართველოში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
რიკარდო 2012 წლიდან დინამო თბილისის აკადემიაში, შემდეგ კი მთავარ გუნდში, 2015 წლამდე მუშაობდა.
სხვდასხვა დროს იგი მუშაობდა სოლომონის კუნძულებზე, ინგლისსა და საუდის არაბეთში.