გამარჯვება ამხანაგურ მატჩში: ლოკომოტივი 3-1 შევარდენი 1906

გამარჯვება ამხანაგურ მატჩში: ლოკომოტივი 3-1 შევარდენი 1906
21/07/2018

გამარჯვება ამხანაგურ მატჩში: ლოკომოტივი 3-1 შევარდენი 1906

ეროვნული ლიგის, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში შევარდენი 1906 დაამარცხა. 21 ივლისს, საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე გამართული დაპირისპირება 3-1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდს ტრავმირებული თეიმურაზ შონია, ირაკლი კომახიძე და უჩა ლობჟანიძე დაუბრუნდნენ.

ლაშა ჭაღიაშვილმა, თამაშის შესაძლებლობა ყველა ფეხბურთელს მისცა, მათ შორის 19 წლამდე გუნდის წევრებს, ლუკა ჯაფარიძეს, სანდრო შეწირულს, ლევან გრძელიძესა და შოთა შეყილაძეს.

ანგარიში მე-12 წუთზე მამია გავაშელიშვილმა გახსნა. კუთხურიდან, საჯარიმოში ლევან ყენიამ ჩააწოდა, ლოკოს მე-9 ნომერმა ზუსტად ითამაშა და გიორგი სომხიშვილის კარი თავური დარტყმით აიღო.

მე-20 წუთზე, ლოკოს ანგარიშის გაზრდა ზედიზედ ორ მომენტში შეეძლო. პირველ ეპიზოდში ლევან ყენიამ ითამაშა ბრწყინვალედ.

ორი ფეხბურთელის მოტყუების შემდეგ, ყენიამ კართან პირისპირ დარჩენილი რევაზ ინჯგია მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას მოარტყა. ზუსტად ერთ წუთში, შონიას ზუსტი გადაცემის შემდეგ, კვლავ ინჯგიამ დაარტყა და ბურთი ამჯერადაც ხარიხას მოარტყა.

53-ე წუთზე, სტუმართა მცველების შეცდომით ლაშა გვალიამ ისარგებლა, რომელმაც სანდრო შეწირულს ზუსტი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მეორე გოლი გაიტანა.

61-ე წუთზე, ლუკა კიკაბიძის საგოლე გადაცემით, ლოკოს კაპიტანმა დავით უბილავამ შევარდენს მესამე გოლი გაუტანა.

სტუმართა შემადგენლობიდან, ერთადერთი გოლი ლუკა ლუკა ხარძიანმა, 76-ე წუთზე გაიტანა.

ლოკომოტივი: შეროზია, კომახიზე, ქურდაძე, ჭანტურია (კაპ), ჯაფარიძე, სამურკასოვი, შონია, ინჯგია, კობახიძე, ყენია, გავაშელიშვილი

მეორე ნახევარი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ძებნიაური, შეწირული, გვალია, გრძელიძე, კიკაბიძე, ოზბეთელაშვილი (შეყილაძე 70)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

more news