ლოკო არაგვთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო არაგვთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება
21/04/2024

ლოკო არაგვთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მე-8 ტურის შეხვედრას სტუმრად არაგვთან ჩაატარებს.

 

ჩვენმა გუნდმა გასულ ტურში ხობის კოლხეთთან მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა. ლოკოს შემადგენლობიდან მეტოქის კარში გოლების გატანა შეწირულმა და ჩაჩუამ მოახერხეს, ხოლო მეტოქემ 1 ქულის აღება მატჩის ბოლო წუთებზე შეძლო.

 

რაც შეეხება არაგვს, ჩვენი მოწინააღმდეგე ეროვნულ ლიგა 2-ში ამ მომენტისთვის მე-4 ადგილზეა. არაგვმა 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 11 ქულა აქვს.

 

მიმდინარე სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ლოკომ და არაგვმა ერთხელ ითამაშეს. შეხვედრა არაგვის გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან თავის გამოჩენა დუბლით ბიძინა მახარობლიძემ მოახერხა.

 

არაგვისა და ლოკოს მატჩი სართიჭალის სტადიონზე 22 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-8 ტური:

არაგვი - ლოკომოტივი
გარეჯი - ხობი
ვიტ ჯორჯია - ბოლნისის სიონი
დინამო თბილისი 2 - შტურმი
სპაერი - რუსთავი

more news