ლოკოს ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი გაეროს მომავლის სამიტზე სიტყვით გამოვიდა
ლოკოს ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი გაეროს მომავლის სამიტზე სიტყვით გამოვიდა
თბილისის ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი 21 სექტემბერს ნიუ იორკში გაეროს მომავლის სამიტზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს დაემთხვა.
სესია ეძღვნებოდა პატრიარქალური ძალაუფლების სტრუქტურების რღვევას. გიორგი ყიფიანმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა გაეროს მოსახლეობის ფონდთან #UNFPA პარტნიორობის მნიშვნელობას გოგოების და ბიჭებისთვის ფეხბურთში თანაბარი შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემო ფეხბურთში გოგოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაამტკიცა UNFPA-ს ხელშეწყობით შექმნილი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ ლოკომოტივშიც“, - აღნიშნა მან.
თბილისისი ლოკომოტივი UNFPA Georgia-სთან 2018 წლიდან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს კაცებისა და ბიჭების ჩართულობას გენდერული თანასწორობის ადვოკატირებაში და მხარი დაუჭიროს გოგოების მონაწილეობას ფეხბურთში.